воскресенье, 28 апреля 2013 г.

პროექტის სახელი: "მაშ რაღათა ვართ ღარიბნიო?!"

პროექტის მიზანი: 

  1. ეკონომიკის, გეოგრაფიის, მათემატიკისა და ისტ-ის ინტეგრირებით ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღება 
  2. მათემატიკური მეთოდებისა და პროგრამა Geogebra-ს გამოყენებით ეკონომიკური ამოცანების ამოხსნა

პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის სრული აღწერა:
  • მოსწავლეები შეარჩევენ პროექტის თემას, კონკრეტულად რეგიონებს
  • მოხდება საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება
  • მოსწავლეები შეიმუშავებენ პროექტის გეგმას
  • მოხდება ჯგუფში მოვალეობების განაწილება
  • ინტერნეტისა და ლიტერატურის გამოყენებით მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის  შესახებ, კონკრეტულად განიხილავენ სამცხე-ჯავახეთს და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს
  • მოძიებულ ინფორმაციას მოასწავლეები წარმოადგენენ თემის სახით 1. სამცხე-ჯავახეთის მხარის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა; 2. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა
  • მოსწავლეები დასახავენ ამ რეგიონების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს
  • მოსწავლეები მოამზადებენ საპრეზენტაციო სლაიდებს
  • მოსწავლეები შექმნიან ვიდეორგოლს
  • მოამზადებენ პრეზენტაციას
  • მოსწავლეები გაეცნობიან ბიზნესის ორგანიზაციის ფორმებს, საწარმოო რესურსებს (წარმოების ფაქტორები)
  • რა არის დანახარჯი? რა არის შემოსავალი? რა არის მოგება? როგორ ხდება მოგება-ზარალის გაანგარიშება?
  • რა არის რეკლამა? გაეცნობიან რეკლამის სახეებს (მიზნის და ფუნქციის მიხედვით), რეკლამის ელემენტებს - ტექსტურ და მხატვრულ კომპონენტებს
  • მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამა Geogebra-ს, ააგებენ გრაფიკებს პროგრამა Geogebra-ში
  • მათემატიკური მეთოდებისა და პროგრამა Geogebra-ს გამოყენებით ამოხსნიან ეკონომიკურ ამოცანებს
  • პროექტის პრეზენტაციის დროს ჩატარდება კონკურსი - მოდელირებული თამაში "ჩვენი ფირმა"
  •  კონკურსში - მოდელირებული თამაში "ჩვენი ფირმა" - გამარჯვებული გუნდის გამოვლენა და დაჯილდოება 
  • პროექტის პრეზენტაცია სკოლაში 
  • პროექტში მონაწილე მოსწავლეთა დაჯილდოება: ნომინაციები - საუკეთესო პრეზენტატორი (გეოგრაფიაში, მათემატიკაში და პროგრამა Geogebra-ში), საუკეთესო ეკონომეტრიკი, საუკეთესო რეკლამა, ორიგინალური რეკლამა
  • პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი პროექტში მონაწილეობისათვის
მონაწილეთა ასაკი: 15-18წ.  X-XII კლ.

ვადები/ხანგრძლივობა: 2,5 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
  • შეიქმნება პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი
  • ჯგუფში განაწილდება ფუნქციები
  • ინფორმაციის მოძიება
  • ფოტოების გადაღება
  • ბლოგის შექმნა
  • ცხრილების, დიაგრამების , სლაიდების და სიგელის  შედგენა
  • ვიდეოს შექმნა პროგრამა Movie Maker-ში და CamStudio-ში
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
სასარგებლო სხვებისათვის:
  • სხვა სკოლის მოსწავლეებს ექნებათ საშუალება  ასეთივე პროექტი  განახორციელონ თავიანთ სკოლებში
სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:


ესგ შედეგები:
მათემატიკა  X.7,XI.5,XII.4; მეწარმეობის საფუძვლები  X/XI/XII.1გეოგრაფია X/XI/XII.1-5; ის  ტექნ. V.3,V.5 ,VI.1, VI.3, VI.4
ზოგადი განათლების ერონული მიზნები - გ,დ,ე,ბ,ზ
მოსწავლეები შეძლებენ დასმული დავალების შესასრულებლად საჭირო მონაცემების მოპოვებას, რისთვისაც გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ რესურსებს.
  • ისტ–ის გამოყენება - ინფორმაციის მოძიება, დიაგრამების აგება, სლაიდების მომზადება, ვიდეოს შექნმა პროგრამა Movie Maker და CamStudio,ბუკლეტებისა და სიგელების დამზადება,  პროგრამა Geogebra-ში გრაფიკების აგება
  • ეკონომიკა/მათემატიკა/ გეოგრაფია/ ისტ
პროექტის ფასილიტატორი: ეკა მურუსიძე

ფასილიტატორის ელ–ფოსტა: e.murusidze@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი: http://www.chvenifirma.blogspot.com/