მოდელირებული თამაში "ჩვენი ფირმა"

მიზანი                                                            

  1. ავხსნათ ის , რომ როდესაც მწარმოებლები რესურსებს ყიდულობენ, მათ იმავდროულად აქვთ საწარმოო დანახარჯები, ე.ი. რესურსების შეძენას დანახარჯების გაღება სჭირდება
  2. განვსაზღვროთ და გავიანგარიშოთ მთლიანი შემოსავალი, მთლიანი დანახარჯები, მოგება

მასალები
  1. საწარმოო დანახარჯების გაანგარიშება
  2. მოგების გაანგარიშება
  3. მონაცემები პროდუქტის შესახებ
  4. რესურსებზე ფასების პრეისკურანტი
  5. პრეისკურანტში მითითებული ყველა ნივთი
  6. მონაცემები პროდუქტის შესახებ
კონკურსის აღწერა: კადეტები მონაწილეობენ მოდელირებულ თამაშში, რომელიც ითვალისწინებს რაიმე სახის საქონლის გამოგონებას და წარმოებას. კადეტებმა უნდა გადაწყვიტონ თუ რას აწარმოებენ და რომელ რესურსებს გამოიყენებენ პროდუქტის წარმოებისათვის.
კონკურსის ჩატარების პროცედურა:
კონკურსში მონაწილეობდა კადეტთა ოთხი ჯგუფი (კლასების მიხედვით) და მასწავლებელთა ერთი ჯგუფი . თითოეულ ჯგუფში იყო 5-5 კადეტი.
აუხსენით,რომ თითოეული ჯგუფი წარმოადგენდა ფირმას, შეურჩიენ ფირმას სახელი.  დაურიგდათ ერთნაირი რესურსები , რომელთა გამოყენებით  15 წუთში   უნდა დაემზადებინათ რაიმე სახის სათამაშო, რომლის გასაყიდი ფასი შეადგენს 5 ეკო-ლარს. თითოეულმა ფირმამ აუდიტორიის წინაშე  წარმოადგინა მისი პროდუქტი სარეკლამო რგოლთან ერთად, სადაც მოკლედ  იქნა აღწერილი მისი არსი, დანიშნილება, საჭიროება.პარალელურად ჯგუფებმა გაიანგარიშეს საწარმოო დანახარჯები. სათამაშოს რეკლამირების შემდეგ კონკურსის ყველა მონაწილე და ჟიურის წევრი მოგვევლინა მყიდველის როლში, მომხმარებლებმა  შეიძინეს სასურველი პროდუქტი ( მათ არ შეეძლოთ  საკუთარი პროდუქტის შეძენა). პროდუქტის რეალიზაციის შემდეგ მონაწილეებმა გაიანგარიშეს ფირმის მთლიანი შემოსავალი და მთლიანი დანახარჯები. ამის შემდეგ კი მოხდა მოგებისა და ზარალის გაანგარიშება. განხილულ იქნა თამაშის შედეგები. გამოვლინდა ფირმა , რომელმაც ნახა ყველაზე დიდი მოგება და ფირმა , რომელმაც განიცადა ზარალი/ან მიიღო ნაკლები მოგება, რომლებიც დაჯილდოვდნენ პრიზებით. გამარჯვებული გუნდი სიგელითა და პრიზით. ასევე ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო და ორიგინალური რეკლამის ნომინაციებში გამარჯვებული კადეტები.
(გამოყენებულია ეკონომიკის სახელმძღვანელო ნ.ტალახაძე,ლ.გიგაური,მ.ნაცვალაძე)
                                                                                                             








Комментариев нет:

Отправить комментарий