2013 წლის 28 მარტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსმიერ გამოცხადდა
კონკურსი „საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2013“
(Microsoft Partners in Learning Georgian Forum 2013) .მე და ჩემმა კოლეგებმა გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო აღნიშნულ კონკურსში.
ერთობლივი გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობა მივიღეთ პროექტით „მაშ რაღათ ვართ ღარიბნიო?!“ პროექტი არის ინტეგრირებული ეკონომიკა, გეოგრაფია და მათემატიკასთან. გავინაწილეთ ჩვენი ფუნქციები, ეს გაწერილია პროექტის გეგმაში. ჩავატარეთ სასტარტო პრეზენტაცია, სადაც მე-2 კურსის(მე-11კლასი)კადეტებს გავაცანით პროექტის სახელწოდება “მაშ რაღათავართ ღარიბნიო?!”, პროექტის მთავარი იდეა, მიზნები, რამაც კადეტთადიდი ინტერესი გამოიწვია. პროექტის თემის შეკითხვის სახითჩამოყალიბება ხელს უწყობს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობისგაღვივებას და მათ კვლევაძიებისაკენ უბიძგებს. ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია.
იმ დროს , როდესაც საქართველო მდიდარია რესურსებით, ქვეყანა სიღარიბეში ცხოვრობს. პრობლემა მდგომარეობს მასში, რომ ჩვენ არა გვაქვს შესაბამისი ცოდნა, რომ შევძლოთ არსებული რესურსების სწორი გამოყენება. ამ პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება ეკონომიკა, მაგრამ ეკონომისტი სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს მათემატიკისა და გეოგრაფიის ცოდნის გარეშე.
დღეს კი 21-ე საუკუნეში ისტი ამარტივებს ამგადაწყვეტილების მიღებას.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სწავლობენ კადეტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
სასტარტო პრეზენტაციის შემდეგ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, მოემზადებინათ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა და განეხილათ ის რეგიონები, რომელთა განვითარებას ნაკლები ყურადღება ექცევა -სამცხე - ჯავახეთი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი და დაესახათ ამ რეგიონთა ეკონომიკური განვითარების
პერსპექტივები.
პროექტის ფარგლებში კადეტებმა :
ინტერნეტისა და ლიტერატურის გამოყენებით მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე დაწერეს თემები - საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა
სამცხე-ჯავახეთისადა რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების შესახებ.
შექმნეს პროექტის შემაჯამებელი ვიდეორგოლი
პროექტზე მუშაობისას დასახული პრობლემის გადაჭრისგზების ძიების პროცესში კადეტებმა ნათლად დაინახეს, რომ საჭიროაუფრო ფართო აზროვნება, ცოდნა და სხვადასხვა საგანში მიღებულიცოდნის ურთიერთკავშირი. კადეტებმა შეიძინეს და გამოამჟღავნეს პირობისეული ანუ ფუნქციური ცოდნა, რომელიც უზრუნველყოფსცოდნის ადეკვატურ გამოყენებას სხვადასხვა პირობებში.
პროექტში გამოყენებული აქტივობები მოითხოვს ახალი იდეებისადა ხედვის გენერირებას განსხვავებულ კონტექსტში,შეძენილი ცოდნისპრაქტიკულ გამოყენებას; პრობლემის გადაჭრის მიზნით ეკონომიკის,მათემატიკის, გეოგრაფიის და ისტ-ის ერთმანეთთან დაკავშირებას.
მათემატიკური მეთოდებისა და პროგრამა Geogebra- სგამოყენებით შეძლენ შეფასების გაკეთება კონკრეტული ფირმისმომგებიანობის შესახებ . მათემატიკის მასწავლებლის მიერ შედგენილიქნა ეკონომიკური ამოცანები, რომლებიც შინაარსობრივად კავშირშიარის ამ რეგიონებში ეკონომიკის განვითარებასთან.
მოდელირებულ თამაშში “ჩვენი ფირმა” კადეტებმა შეძლესპროექტზე მუშაობის შედეგად მიღებული ცოდნის პრაქტიკულიგამოყენება და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება.
პროექტზე მუშაობის შედეგად მიღებული ცოდნა დაგამოცდილება დაეხმარება მათ მომავალში საკუთარი ბიზნესისდაგეგმვაში . ასევე გაუზიარებენ სხვას საკუთარ გამოცდილებას.
პროექტის თემა სცილდება სასწავლო პროგრამას, საკლასოგარემოს . კადეტები დიდი ინტერესით მუშაობდნენ პროექტზე. მათგანუვითარდათ კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი დაკომუნიკაციური უნარ-ჩვევები.
პროექტში გამოყენებული იყო ჯგუფური მუშაობა, რომელიცითვალისწინებს თანამშრომლობას, სხვისი აზრის გათვალისწინებას,გადაწყვეტილების შეთანხმებულად მიღებას. ჯგუფის მონაწილეთაშორის ფუნქციები თანაბრად იქნა განაწილებული.
რადგან პროექტის თემატიკა სცილდება საპროგრამო მასალას მათმხოლოდ თანამშრომლობით შეეძლოთ პროექტის განხორციელება -თანამშრომლობა მოსწავლე -მოსწავლე, მოსწავლე-მასწავლებელი.
პროექტის წარმატებულად განხორციელებას ხელი შეუწყომასწავლებელთა თანამშრობლობამ და შეთანხმებულმა მუშაობამ, რაც კარგი მაგალითი იყო კადეტებისათვის.
პროექტის განხორციელების გეგმის მიხედვით აქტივობები ისეარის დაგეგმილი,
რომ ყველა ეტაპი მოითხოვს ისტის გამოყენებას,რომელიც უზრუნველყოფს ახალი ცოდნის კონსტრუირებას და კოლაბორაციას.
ისტის გამოყენებით პროექტის ფარგლებში შეიქმნა ელექტრონული თვალსაჩინო მასალა .
დასკვნა: 2013 წლის 21 ივნისს ჩვენმა პროექტმა გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციაში „სასკოლო საზოგადოების რჩეული“, დაჯილდოება გაიმართა ქ. თბილისში შერატონ მეტეხი პალასში.
Комментариев нет:
Отправить комментарий